ქუთაისის საქალაქო სასამართლოსთან, პატიმრის ოჯახის წევრებმა საწვავი გადაისხეს და ცეცხლი წაიკიდეს.
პროტესტის უკიდურეს ფორმას 16 წლის ბრალდებულის დედამ და ბიძამ მას შემდეგ მიმართეს, რაც მოსამართლემ წინასწარი აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა სასტუმროს გაძარცვისთვის შეუფარდა.
„მოსამართლეს ვუთხარი, გარანტიად ჩაგიდგები, თუ კიდე ჩაიდინა, მასთან ერთად მე ჩავჯდები-თქო. ბენიზინი გადავისხი თავზე, მოვუკიდე ცეცხლი, მეუღლემ ნახევარზე მეტი ჩამაქრო, მერე ჩემმა ძმა გადაისხადა ის ნახევრად დამწვარია. სანამ ჩემს შვილს არ გამოუშვებენ, უარესს ვიზამ, დანით დავიჩეხავ თავს“, – განაცხადა დაკავებულის დედამ.

