ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ზურაბიშვილის განცხადებებს, ბოდვის გარდა, ვერაფერს უწოდებ“ – გრიგორი კარასინი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი საქართველოს პრეზიდენტის CBS-თან ინტერვიუს ეხმაურება.

მისი თქმით, ზურაბიშვილის განცხადებებს, ბოდვის გარდა, ვერაფერს უწოდებ.

„სალომე ზურაბიშვილი აგრძელებს პარაზიტირებას რუსეთის თემით. ახლა იმ ქალბატონს, რომელიც იმპიჩმენტს ძლივს გადაურჩა, ანერვიულებს საქართველოში მცხოვრები რუსები, რომლებიც “მტრის ენაზე ლაპარაკობენ”. პრეზიდენტი ამაში ხედავს რუსეთისთვის წინაპირობას გამოაცხადოს სრულფასოვანი ომი და ემხრობა რუსეთის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლის აკრძალვას. მსგავს საჯარო განცხადებას ვერაფერს ვუწოდებთ, გარდა ბოდვისა. დარწმუნებული ვარ, ეს თბილისსაც ესმის“, – წერს კარასინი Telegram-ზე.

შეგახსენებთ, ზურაბიშვილმა CBS-თან ინტერვიუში თქვა, რომ „ძალიან შემაშფოთებელია, როცა შენს ქვეყანაში გყავს ხალხი, რომელიც მტრის ენაზე საუბრობს. და რომ სჯერათ, რომ ისინი სახლში არიან”.

იტვირთბა....