ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„შემაშფოთებელია, როცა ქვეყანაში გყავს ხალხი, რომელიც მტრის ენაზე საუბრობს და სჯერათ, რომ სახლში არიან“ – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს სალომე ზურაბიშვილმა CBS NEWS-ს ინტერვიუ მისცა.

მან ბევრ თემაზე ისაუბრა, მათ შორის, საქართველოში რუსეთი მოქალაქეების შემოსვლის საკითხზე.

ჟურნალისტი წერს, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოს 100 000 რუსისთვის გახდა სახლი.

მისივე თქმით, პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინაში შეჭრაზე თქვა, რომ ეს, სხვა საკითხებთან ერთად, იყო იქ მცხოვრები რუსების დაცვა, პრეზიდენტი ზურაბიშვილი კი შიშობს, რომ პუტინს შეუძლია მსგავსი კამპანია საქართველოშიც დაიწყოს.

„ძალიან შემაშფოთებელია, როცა შენს ქვეყანაში გყავს ხალხი, რომელიც მტრის ენაზე საუბრობს. და რომ სჯერათ, რომ ისინი სახლში არიან”, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, უნდა შენარჩუნდეს ისეთი სიტუაცია, რომ მომავალში არ გვქონდეს ინციდენტები, რომლებიც რუსეთს საშუალებას მისცემს “გამოიყენოს თავისი საყვარელი დოქტრინა რუსულენოვანი მოქალაქეების დაცვის შესახებ”.

ჟურნალისტის კითხვას, მაშინ უბრალოდ რატომ არ ამბობს საქართველო, რომ მეტი რუსი აღარ შევიდეს მის საზღვრებში, საქართველოს პრეზიდენტი პასუხობს, რომ ეს კითხვა ხელისუფლებას მიემართება.

„მე არ მაქვს აღმასრულებელი უფლებამოსილება, არა… სამწუხაროდ“.

იტვირთბა....