ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სირიაში თავდასხმები ირანის იარაღის საწყობებზე განახორციელა. აღნიშნულ ინფორმაციას „ბიბისი“ აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ოფიციალური პირების განცხადებით, თავდასხმები განხორციელდა იარაღისა და საბრძოლო მასალის შესანახ ობიექტებზე, რომლებსაც ირანული ძალები იყენებდნენ.
„ეს ზუსტი თავდაცვითი დარტყმები არის პასუხი ერაყსა და სირიაში ირანის მიერ მხარდაჭერილი გასამხედროებული ჯგუფების მხრიდან აშშ-ის პერსონალის წინააღმდეგ განხორციელებულ და ძირითადად წარუმატებელ თავდასხმებზე, რომელიც 17 ოქტომბერს დაიწყო“ – განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა.