“ღაზაზე ისრაელის თავდასხმა თავდაცვას გასცდა“ – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
“მეტი რა უნდა მოხდეს ღაზაში, რომ დასავლეთმა ცეცხლის შეწყვეტა მოითხოვოს. დასავლეთის ქვეყნები თავშეკავებისკენ მოწოდების ნაცვლად, ისრაელს უპირობო მხარდაჭერას უცხადებენ. ღაზაზე ისრაელის თავდასხმა თავდაცვას გასცდა“ – განაცხადა ერდოღანმა.