“დღეს ორმხრივი შეხვედრები გვექნება იმ კოლეგებთან, ვინც საქართველოს სტაბილურად უჭერენ მხარს, მოვუწოდებთ, ეს მხარდაჭერა გააგრძელონ” – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
“ეს არის არა მხოლოდ საქართველოს მხარდაჭერა, ჩვენი იძულებით პირთა მხარდაჭერა და იმის აღიარება, რომ ამ ადამიანებს უფლება აქვთ, საკუთარ საცხოვრებლებში დაბრუნდნენ, არამედ ეს არის საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვა, რადგან თუ ეს პრინციპი დაირღვევა ერთხელ, შემდეგ ის შეიძლება დაირღვეს ბევრჯერ და, საბოლოო ჯამში, ბევრ ქვეყანას შეეხოს. ვფიქრობ, რომ ასეთი შეხვედრების შედეგიც არის, რომ გაერო-ში საქართველოს თაობაზე მომზადებულ რეზოლუციაზე მხარდამჭერთა რაოდენობა იზრდება. ორმხრივი შეხვედრები გვექნება იმ კოლეგებთან, ვინც საქართველოს მხარს სტაბილურად უჭერენ და მათ მიმართ განსაკუთრებული მადლიერება გვაქვს. მათ მოვუწოდებთ, ეს მხარდაჭერა გააგრძელონ“ – განაცხადა პაპუაშვილმა.