“ისრაელი ღაზაში სახმელეთო შეჭრისთვის ემზადება” – Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.
“ჩვენ უკვე ათასობით ტერორისტის ლიკვიდაცია განვახორციელეთ და ეს მხოლოდ დასაწყისია. პარალელურად, ვემზადებით სახმელეთო შეჭრისთვის. არ დავაკონკრეტებ როდის, როგორ და რამდენი. ასევე არ დავაკონკრეტებ, თუ რა გათვლებს ვაკეთებთ, რომლის შესახებაც საზოგადოებამ ძირითადად არ იცის და ასე უნდა იყოს” – განაცხადა ნეთანიაჰუმ.