ახალი ამბები

,,ორი დასკვნა დღევანდელი დღიდან“ – რას წერს ნიკა გვარამია

„მთავარი არხის“ დამფუძნებელი, ნიკა გვარამია, დღის მთავარ თემას სოციალური ქსელით გამოეხმაურა.

„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში თქვა, რომ „ოპოზიციის რიგებში არიან ადამიანები, რომლებიც ევროპელ პარტნიორებთან დახურულ კარს მიღმა საუბრობენ იმაზე, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება უნდა გადავადდეს და 2024 წლის არჩევნების შემდეგ მიენიჭოს საქართველოს სტატუსი“.

ამას დიდი გამოხმაურება მოჰყვა როგორც ოპოზიციაში, ისე პოზიციაში.

„ორი დასკვნა დღევანდელი დღიდან:

პირველი: საქართველოში, ლიბერალი მედასავლეთეების მნიშვნელოვანი ნაწილი ბევრად მეტად მოწყვლადია ქოცპროპაგანდის მიმართ, ვიდრე საშუალო სტატისტიკური ქართველი
მეორე: ზოგიერთი ოპოზიციონერი, ოპოზიციური პარტია და ენჯეო სხვებისთვის სტატუსის საბოტირების დაბრალებით, ოცნების პროპაგანდის გაძლიერების გარდა, მოწინააღმდეგეების დემონიზაციას ახდენს. სინამდვილეში, ეს ხალხი უბადრუკად ცდილობს სტატუსის მოპოვების შემთხვევაში ამ წარმატების მონოპოლიზაციას, რაც სასაცილოც არაა, იდიოტიზმია. თორემ პროცესის საბოტირება რომ ოპოზიციას თეორიულადაც არ შეუძლია, ეს ძალიან კარგად იციან და ეს რომ ქოცების ნარატივია მხოლოდ, ესეც კარგად იციან, მაგრამ სამწუხაროდ (და ზოგიერთი – საეჭვოდ) პარალელურად მიყვებიან ქოცპროპაგანდას“, – წერს ის.

იტვირთბა....