დამოუკიდებელი დეპუტატი, ხატია დეკანოიძე, დღის მთავარ თემას სოციალური ქსელით გამოეხმაურა.
„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში თქვა, რომ „ოპოზიციის რიგებში არიან ადამიანები, რომლებიც ევროპელ პარტნიორებთან დახურულ კარს მიღმა საუბრობენ იმაზე, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება უნდა გადავადდეს და 2024 წლის არჩევნების შემდეგ მიენიჭოს საქართველოს სტატუსი“.
ამას დიდი გამოხმაურება მოჰყვა როგორც ოპოზიციაში, ისე პოზიციაში.
„ბევრი მორალური სასამართლო უნდა მოვაწყოთ ტყუილებზე დაფუძნებული, ყალბი, გავჩუმდეთ ვინც ყველაფერი იცის და ვმოძღვროთ ხალხი. გაყიდული “ძუკნები” უნდა ვუწოდოთ და ამ დროს ვინც ყველაფერი იცის და ჩუმად არის – იმან ილაპარაკოს ჭკვიანი სახით. რა ითქვა ახალი, რაც უამრავმა ადამიანმა არ იცოდა? არ ირჩეოდა ჩუმად? დღემდე იწერება? დღემდე არ ირჩევა საჯაროდ?..
პარარელულრ სამყაროში რომ ვცხოვრობთ ყველა და ხალხსაც იქ ვაცხოვრებთ – იმიტომ “დავამარცხეთ” ქართული ოცნება.
ყველამ ყველაფერი იცის და ამ დროს ყველა ჩუმადაა.. ჩემი დიდი შეცდომა მიშელის ხელმოწერაზე არასწორი პოზიციაა. სალომე სამადაშვილი “გაასამართლეს” მაშინ და სხვები. შეცდომა აღმოჩნდა.
ახლაც, გამოდით და თქვით სიმართლე, რომ ეს შიშები არსებობს და ლეგიტიმურია. მაგრამ სტატუსი გვჭირდება“, – აღნიშნულია პოსტში.

