საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ 12 რეკომენდაციის შესრულებასა და კანდიდატის სტატუსის მიღების საკითხის შესახებ ისაუბრა.
„ანგარიშამდე ორი კვირაა დარჩენილი და მე პირადად ვიმედოვნებ, რომ დადებითი მოხსენება იქნება. კანდიდატის სტატუსისთვის ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ ჩემი აზრით, მეტის გაკეთება შეიძლებოდა. ანგარიშამდე ორი კვირაა დარჩენილი. თუ თქვენ შეხედავთ, პირველ პრიორიტეტს, პოლარიზაციას, ყველამ უნდა ვაღიაროთ, რომ ის ჯერ კიდევ აქ არის, ჯერ კიდევ არსებობს. როდესაც საუბარია დეოლიგარქიზაციაზე, არსებობს სამოქმედო გეგმა, მაგრამ ის აღწერს იმ ნაბიჯებს, რომელიც უნდა გადაიდგას სამომავლოდ. ასე რომ, ჩვენ არ გვაქვს მნიშვნელოვანი განხორციელება. ასე რომ, ჭიქა ნახევრად სავსე და ნახევრად ცარიელია. ჩემი აზრით, საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის ცხადი სურვილია, დაუახლოვდნენ ევროკავშირს, ჰქონდეთ წინსვლა, მიიღონ კანდიდატის სტატუსი. ჩვენ უნდა დაველოდოთ დეკემბრის შუა რიცხვებს და არ გავფლანგოთ დრო. ყველა დღე მნიშვნელოვანია წინსვლისთვის, მნიშვნელოვანია ევროკავშირის 27 წევრისთვის საჩვენებლად, რომ საქართველო, საქართველოს ლიდერები, საქართველოს პოლიტიკური კლასი სერიოზულად ეკიდება ევროკავშირთან შეძლებისდაგვარად დაახლოებას“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

