ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„რასაც ვამტკიცებდით ამდენი ხნის განმავლობაში, თავად დაადასტურა ოპოზიციის წარმომადგენელმა სამნიძემ, ისინი ლობირებდნენ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ“ – კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე გუშინ „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის მიერ „პალიტრანიუსის“ ეთერში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

„რაც შეეხება კონკრეტულად სამნიძის განცხადებას, მე მაქვს ინფორმაცია, რომ ის გულისხმობდა კონკრეტულ სუბიექტებს, კერძოდ ეს არის პარტია „ნაცმოძრაობა“, ეს არის „ლელო“ და ეს არის გვარამია, ამ სამ სუბიექტზე ჰქონდა მას ინფორმაცია. თუმცა, დეტალებს არ აკონკრეტებს, მაგრამ ზუსტად ვიცით ჩვენ, რომ ეს სუბიექტები დადიოდნენ ევროპაში და არამარტო ევროპაში, ისინი ლობირებდნენ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. რასაც ვამტკიცებდით ამდენი ხნის განმავლობაში, ის პრაქტიკულად დაადასტურა თავად ოპოზიციის წარმომადგენელმა სამნიძემ“, – განაცხადა კობახიძემ.

სამნიძის განცხადებას გაეცანით ბმულზე

იტვირთბა....