ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ევროპული რეფორმების ცენტრის ყოველწლიურ კონფერენციაზე “ევროპა და მსოფლიო” უნგრეთის შესახებ ისაუბრა.
მან ვიქტორ ორბანს მიმართა, რომ არავინ ავალდებულებს უნგრეთს, იყოს ევროკავშირის წევრი.
„უნგრეთმა იცის საბჭოთა ოკუპაციის შესახებ. მახსოვს 1956 წლის ბუდაპეშტი რუსული ტანკებით ქუჩებში, 9 წლის ვიყავი… მართალი გითხრათ, მე ვერ ვხედავ მსგავსებას ბუდაპეშტის საბჭოთა ოკუპაციასა და ბერლეიმონტში მომხდარს შორის. მე იქ არც ერთი ტანკი და არც ერთი იარაღი არ მინახავს. ყოველ შემთხვევაში, არავინ ავალდებულებს უნგრეთს იყოს ევროკავშირის წევრი. ეს არის თავისუფალი არჩევანი“, – აღნიშნა ბორელმა.

