ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ლომჯარია ჩვენი ინტერესის სფერო საერთოდ არ არის; ქალბატონი სალომე კი, პრეზიდენტია და მასთან ალიანსი გამორიცხულია“ – ბუჩუკური

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი, ანა ბუჩუკური, ლომჯარია-ზურაბიშვილი-გახარიას ალიანსის შექმნის თაობაზე, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა.

„როგორც კი მოგვინდება ვინმესთან თანამშრომლობა, როგორც კი გადავწყვეტთ კარი გავაღოთ, ამას პირველ რიგში ჩვენგან თქვენ და საზოგადოება გაიგებს. რაც შეეხება მაგალითად, ქალბატონ ნინო ლომჯარიას, საერთოდ არ არის ჩვენი ინტერესის სფერო, საერთოდ! ქალბატონი სალომე კი პრეზიდენტია, ფიზიკურად არის ეს (მასთან ალიანსი) გამორიცხული, რადგან ადამიანი იკავებს პრეზიდენტის თანამდებობას. ძალიან დამღლელია კობახიძის და “ოცნების” ტყუილები, დაგვანებონ თავი, კობახიძემ თავის პრობლემას მიხედოს. ლომჯარიასთან თანამშრომლობა პოლიტიკურად არ არის საინტერესო, არანაირი ინტერესი პოლიტიკური თანამშრომლობის არ არსებობს და არც არსებობდა, ყველას თავის მიმართულება, გემოვნება და ტაქტიკა აქვს, ჩვენთვის საინტერესო არ არის,”- განაცხადა ბუჩუკურმა.

იტვირთბა....