24 ოქტომბერს უნგრეთის პარლამენტმა შვედეთის NATO-ში გაწევრიანების განაცხადის განხილვაზე უარი თქვა. ამით შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ სამხედრო ალიანსში გაწევრიანების პროცესი კიდევ ერთხელ შეყოვნდა.
რატიფიკაციის კიდევ ერთი შესაძლებლობა უნგრეთს მომდევნო საპარლამენტო სესიისას, 6 ნოემბერს ექნება.
უნგრეთი ერთადერთ წევრ ქვეყანად რჩება, რომელიც შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას უშლის ხელს, მას შემდეგ, რაც 23 ოქტომბერს რეჯეფ თაიფ ერდოღანმა NATO-ში შვედეთის მიღების პროტოკოლს ხელი მოაწერა და დოკუმენტი რატიფიკაციისთვის პარლამენტს გაუგზავნა.