ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ისრაელის თავდაცვა ღაზაში საწვავის შეტანაზე უარს ამბობს – “ჰამასის” შეთავაზება IDF-ს

ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზის სექტორში საწვავის შეტანაზე უარს ამბობს – ისრაელის მედიის ცნობით, ამის შესახებ IDF-ის სპიკერი საუბრობს და ამბობს, რომ ისინი ამას არ დაუშვებენ.

“ღაზის სექტორში საწვავი არ შევა. “ჰამასს” ეს საოპერაციო მიზნებისთვის სჭირდება”, – განაცხადა დანიელ ჰაგარიმ.

მანამდე კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ჰამასმა” ღაზის სექტორში საწვავის შეტანის სანაცვლოდ ორმაგი მოქალაქეობის მქონე 50 მძევლის გათავისუფლების შესახებ განაცხადა. სწორედ მათ “ინიციატივას” უპასუხა IDF-ის სპიკერმა.

შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება “ჰამასმა” აიღო და მას ოპერაცია “ალ-აკსას შტორმი” უწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია “რკინის ხმლების” დაწყება გამოაცხადა.

იტვირთბა....