ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა ისრაელის თავდაცვის ძალების წინაშე გამოსვლისას განაცხადა, რომ “ომი ჯერ მხოლოდ იწყება”. მისივე თქმით, ისრაელი ბრძოლის ველზე გავა და “ჰამასს” გაანადგურებს.
“მოემზადეთ სამომავლო ამოცანებისთვის, ომი ჯერ მხოლოდ იწყება და სამწუხაროდ, ფასი გვექნება გადასახდელი… არგად მოემზადეთ, მზად იყავით – ფიზიკურად და მენტალურად, აღჭურვილობითა და საშუალებებით. ველზე გავალთ და “ჰამასს” გავანადგურებთ. პირდაპირი მნიშვნელობით. წინააღმდეგ შემთხვევაში, აქ არსებობა არ შეგვეძლება”, – თქვა გალანტმა.

