ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ჩვენი მიზანია, მოქალაქეებს ვაჩვენოთ, რომ ხელისუფლებაში მოსვლაც და წასვლაც, შეგვიძლია ღირსეულად“ – მიხეილ დაუშვილი

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი, მიხეილ დაუშვილი პარტიის ლიდერის, გიორგი გახარიას პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა.

„როდესაც ასე გრძელდება მმართველობა, ეს ყოველთვის მიდის პოლიტიკურ კორუფციამდე, უსამართლობამდე, მიდის იქამდე, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები წყვეტენ ფუნქციონირებას და გადადიან ერთი ადამიანის თუ მმართველი პარტიის მსახურებაში – ეს არ შეიძლება, დავუშვათ და ჩვენი მიზანია, რომ მოქალაქეებს ვაჩვენოთ, რომ ხელისუფლებაში მოსვლაც და წასვლაც, შეგვიძლია ღირსეულად….

ვინ უნდა გასამართლდეს და ვინ არა, ეს უნდა გადაწყვიტოს დამოუკიდებელმა, მიუკერძოებელმა მართლმსაჯულების სისტემამ, რომელიც უნდა ჩამოვაყალიბოთ 2024-ის არჩევნების შემდგომ. როგორ ვგეგმავთ ამ ყველაფერს – ამის მარტივი მაგალითები ჩვენ უკვე ვაჩვენეთ საკრებულოების დონეზე.

მიზანი გვაქვს, რომ 2024-ის არჩევნებზე “ოცნებამ” და ნაცებმა 50 პროცენტზე ნაკლები აიღონ და საბოლოო ჯამში, არცერთ მათგანს არ ჰქონდეს საშუალება, რომ თავის ჭკუაზე დამოუკიდებლად მართონ ეს ქვეყანა,“ – აღნიშნა დაუშვილმა.

გახარიას განცხადებას გაეცანით ბმულზე.

იტვირთბა....