ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

უანონსებს თუ არა ივანიშვილს და მის გუნდს გასამართლებას გახარია? – რას ეუბნება ყოფილი პრემიერი თანაგუნდელებს

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას პრესსამსახური გახარიასა და მისი მხარდამჭერების შეხვედრის ამსახველ მასალას ავრცელებს.

ვიდეომასალაში პარტიის წევრები აცხადებენ, „ამ ქვეყანაში “ნაცების” და “ოცნების” მმართველობა ისტორიას უნდა ჩაბარდეს, მაგრამ ისინი არ უნდა გაქრნენ, საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობა უნდა აიღონ“.

გახარია თანაგუნდელებს ეუბნება, რომ „ქვეყნისთვის მთავარია, ძალაუფლება ხელში ავიღოთ და ერთ ვადაში ხელიდან გავუშვათ“.

„ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ ამ ქვეყნისთვის, არის ის რომ ძალაუფლება ხელში ავიღოთ და ერთ ვადაში ხელიდან გავუშვათ, რადგან დავანახოთ ქართველებს, რომ ძალაუფლება მემკვიდრეობითი არ არის. არ შეიძლება ღარიბ ქვეყანაში ფულის მოპარვა, არ შეიძლება ღარიბ ქვეყანაში ამდენი ფული იყოს პოლიტიკაში, არ შეიძლება მედია სრულად იყოს დამოკიდებული ფულსა და პოლიტიკურ პარტიებზე და არ შეიძლება არ უსმენდე ქვეყნის 90%-ს, რომელიც ევროპას ირჩევს“, – უთხრა გახარიამ თანაგუნდელებს.

იტვირთბა....