კულინარია

კულინარიული რჩევები: ნოვაცია – რატომ უნდა გამოვიყენოთ ხორცის შესაწვავად მინერალური წყალი

1-გსურთ, საყვარელი კერძი ნაკლებად კალორიული იყოს? მაშინ, მოამზადეთ განსხვავებულად, მაგალითად: ხორცის შესაწვავად გამოიყენეთ მინერალური წყალი. ტაფაში, რომლის ფსკერიც არ იკრავს, დაასხით გაზიანი მინერალური წყალი, დადგით ძლიერ ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. როგორც კი წყალი დუღილს დაიწყებს, მასში მოათავსეთ ხორცი. ნახშირმჟავა გაზი მას სწრაფად შეწვავს და საკმაოდ გემრიელადაც. კალორიულობა კი თითქმის აღარ ექნება.

2- თუ ინდაურის შეწვას აპირებთ, შეწვის დამთავრებამდე ნახევარი საათით ადრე, კანზე 50 გრამი გამდნარი კარაქისა და 1 ჩაის კოვზი თაფლის ნაზავი წაუსვით.

3- თუ ტორტის ქერქი ძალიან გამოშრა და გახმა, წაუსვით ზედაპირზე ცოტაოდენი კარაქი და შემდეგ ისევ დაფარეთ კრემით.

4- კომბოსტოს სალათს თუ ამზადებთ, ღვინის ძმრის ნაცვლად ვაშლის ძმარი გამოიყენეთ, კომბოსტოს კი წინასწარ გადაავლეთ მდუღარე წყალი.

5- სალათისთვის განკუთვნილი ოხრახუში ცხელი წყლით გარეცხეთ, სალათი უფრო არომატული გამოვა.

6- თუ ძროხის ხორცი ცოტათი მაგარია, მიშუშვისას ნახევარი ჭიქა ლუდი დაასხით- ხორცი სწრაფად მომზადდება და გემოც უკეთესი ექნება.

 

წყარო: postalioni.com

იტვირთბა....