პოლიტიკოსმა ეკა ბესელიამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და „ქართული ოცნების“ დაპირისპირებაზე ისაუბრა.
მან ხაზი გაუსვა სავარაუდო მიზეზს, რის გამოც, „ოცნება“ ზურაბიშვილს ებრძვის.
„პრეზიდენტი, რომელიც ასე ბრძოლისუნარიანია და უშიშარია ამ გზაზე, ეს თავისთავად ქმნის ახალ მოცემულობას, რომელიც მმართველი პარტიისთვის საფრთხისშემცველია. ასეთი გავეშებულები იმიტომ არიან, რომ ეს მათი გეგმა, რომ მარტო დარჩნენ “ნაციონალურ მოძრაობასთან” პირისპირ, მთელი ძალისხმევით მიღწეული ორპოლუსიანი პოლიტიკური ველი თავზე ენგრევათ. ბუნებრივად, შეიძლება შეიქმნას ალტერნატიული, საკმაოდ ძლიერი პოლიტიკური პროცესი, სადაც პრეზიდენტი შეიძლება ბუნებრივად ჩამოყალიბდეს, როგორც ამ პროცესის ლიდერი. მე არ ვიცი ეს ასე მოხდება თუ არა, მაგრამ მე ამას ძალიან რეალურად ვუყურებ და რეალურად უყურებს ამას “ქართული ოცნება”, რომელსაც ეშინია და გადაწყვიტა, რადგან ვერ გააკონტროლებს პრეზიდენტს ზურაბიშვილს, მისი დისკრედიტაციის კამპანია დაიწყოს“, – განაცხადა ბესელიამ.

