ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

„დაახლოებით 300 ადამიანი დააკავეს ისრაელ-ჰამასის ომის გასაპროტესტებლად კაპიტოლიუმში შესვლის შემდეგ“

დაახლოებით 300 ადამიანი დააკავა კაპიტოლიუმის პოლიციამ ოთხშაბათს ისრაელ-ჰამასის ომის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი დემონსტრაციის დროს. პოლიციის სპიკერმა განაცხადა, რომ უმეტესობა დააკავეს კაპიტოლიუმის შენობაში დემონსტრაციისთვის.

აქციაზე ასობით ადამიანი იყო შეკრებილი კაპიტოლიუმის კომპლექსში და მის ფარგლებს გარეთ, მოგვიანებით, მემარცხენე ებრაული ჯგუფის მიერ ორგანიზებული დემონსტრანტების ნაწილი, შევიდა Cannon House Office Building-ში და შეიკრიბა როტონდაში.

პოლიციის სპიკერის თქმით, მომიტინგეებს, ისევე როგორც დანარჩენ საზოგადოებას, შეუძლიათ ლეგალურად შევიდნენ კაპიტოლიუმის კომპლექსში და პრობლემები მხოლოდ მაშინ იქმნება, როცა ისინი არეულობას იწვევენ. პოლიცია ამბობს, რომ დემონსტრაცია შენობის შიგნით, სადაც ოფისებიცაა, დაშვებული არაა.

მომიტინგეები, მათ შორის რაბინები მღეროდნენ, ლოცოულობდნენ, თან ჰქონდათ ბანერები, ისინი სკანდირებდნენ “ცეცხლის შეწყვეტა!” მათი ნაწილი გამოწყობილი იყო შავ მაისურებში, რომლებსაც ეწერა “ებრალები ამბობენ ცეცხლის შეწყვეტა ახლავე”.

იტვირთბა....