ამერიკის შეერთებული შტატები “ჰამასის” ათი ძირითადი წევრის წინააღმდეგ სანქციებს აწესებს – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
“ეს პირები მხარს უჭერდნენ “ჰამასს” და სხვა ტერორისტულ ორგანიზაციებს, რაც “ჰამასს” თავისი სასტიკი ტერორიზმის განხორციელების საშუალებას აძლევდა, როგორიცაა ისრაელზე თავდასხმა… დღევანდელი ქმედებები “ჰამასის” ტეორრიეტბისა და მათი მხარდამჭერი ქსელისკენაა მიმართული და არა პალესტინელებისკენ” – წერს უწყება.