„ქართული ოცნება“ დამარცხდა – კობახიძეს 2:0 უკვე! – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
“ოპოზიციამ ერთიანობა და ძლიერი პოზიცია გამოავლინა. კობახიძეს 2:0 უკვე! პირველი იყო როდესაც „რუსული კანონი“ გაიტანა წელს, ახლა ეს მეორეა. მესამე იქნება არჩევნებით გაპანღურება ამ რუსული ბნელი ძალის. დანარჩენი, ის შოუ, რომ ზურაბიშვილმა ცალკე პოლიტიკური მიზიდულობის ცენტრი შექმნას, ესეც არ გამოსდით იმიტომ, რომ ბიძინას ვერ ახსენებს უკვე, ამის უფლება არ აქვს.
დანარჩენი რა უნდა ქნან? ხომ ვერ დააპატიმრებენ, თუ დააპატიმრებენ, კი ბატონო, მაგრამ ვერ დააპატიმრებენ. ბიძინა სალომეს არ დაიჭერს, იმიტომ რომ ბიძინას სალომე სჭირდება“- განაცხადა ვაშაძე.

