ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

მედიის ცნობით, ლიბანის დედაქალაქში ასობით დემონსტრანტი აშშ-ის საელჩოში შეჭრას ცდილობს

მედიის ცნობით, ლიბანის დედაქალაქში ასობით დემონსტრანტი აშშ-ის საელჩოში შეჭრას ცდილობს. ინფორმაციას ისრაელის მედია, მოძრაობა „ჰეზბოლასთან“ დაკავშირებულ სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, ვიდეოში ჩანს, რომ აშშ-ის დიპლომატიურ უწყებასთან შეკრებილ დემონსტრანტებს ხელში პალესტინის და ირანის დროშები უჭირავთ. სამართალდამცავებმა იმ აქტივისტების წინააღმდეგ, ვინც საელჩოში შეჭრას ცდილობდა, ცრემლსადენი აირი გამოიყენეს.

ამასთან, ისრაელის მედია ავრცელებს ცნობას, რომ იორდანიაში ასევე იმართება პალესტინელების მხარდამჭერი აქცია, რომლის მონაწილეებიც ცდილობენ ისრაელის საელჩოში შეჭრას.
წყარო – პირველი არხი

იტვირთბა....