სალომე ზურაბიშვილმა ომი გამოუცხადა არა ირაკლი კობახიძეს და „ქართულ ოცნებას“, არამედ კონსტიტუციას – ამის შესახებ მმართველი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
“ეს არის მისი საქმე. ამას თუ გააკეთებს, ეს რა თქმა უნდა, კიდევ ერთი ღალატი იქნება იმ ამომრჩევლის მიმართ, ვინც 2018 წელს მხარი დაუჭირა. კიდევ ერთ ღალატზე თუ წავა ეს მისი საქმეა, არ ვიცი. ეს ერთი წითელი ხაზი აქვს და იმედია იმ წითელ ხაზში მაინც დარჩება“, – განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ დღეს საქართველოს პრეზიდენტმა 10:0 წააგო.
„სალომე ზურაბიშვილმა ომი გამოუცხადა არა ირაკლი კობახიძეს და „ქართულ ოცნებას“, არამედ საქართველოს კონსტიტუციას და სახელმწიფო ინსტიტუტებს. ეს ომი მან წააგო 10:0. რა თქმა უნდა, სალომე ზურაბიშვილი არის 10:0-ზე წაგებული“ – განაცხადა კობახიძემ.

