ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„აბსოლუტურად სიმბოლურად მივაჭირე ხელი წითელ ღილაკს“ – ალეკო ელისაშვილი

დღეს საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცესი გაიმართა.
86 მომხრე, 1 წინააღმდეგი – ხმები ასე გადანაწილდა. შესაბამისად, ის ჩავარდა.

იმპიჩმენტის წინააღმდეგ ერთადერთი ხმა პარტია „მოქალაქეებისთვის“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა მისცა.

„აბსოლუტურად სიმბოლურად, ჟურნალისტების დასანახადაც დემონსტრაციულად მივაჭირე ხელი წითელ ღილაკს. მინდოდა, მეჩვენებინა, რომ ამ აბსურდის თეატრის მოწინააღმდეგე ვიყავი. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში რასაც ვუყურებთ, ეს იყო გაუგებარი აბსურდის თეატრი. რას ემსახურებოდა, რატომ დაიწყო, რატომ დამთავრდა ასე, რა გააკეთა ამით ქართულმა ოცნებამ, ვერ ვხვდები, სიმართლე გითხრათ.

დღეს, ჩემი აღქმით, ამ საქმიდან გამარჯვებული გამოვიდა სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ვერ გადააყენეს. სამი კვირა რატომ წვალობდა ქართული ოცნება, სხვა პრობლემა ამ ქვეყანაში თითქოს არ გვქონდეს. აბსურდის თეატრი იყო და ამ აბსურდის თეატრში მინდოდა, ჩემი პოზიცია მეჩვენებინა“, – განაცხადა მან.

იტვირთბა....