ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„იმპიჩმენტი რომ ნამდვილი პროცესი იყოს, ახლა პარლამენტთან მინიმუმ 10 000 ადამიანი იდგებოდა“ – გუგავა

საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცესი მიმდინარეობს.

„მეტრონიმი“, აღნიშნული პროცესის შეფასების მიზნით, „ლეიბორისტული პარტიის“ წევრს, გიორგი გუგავას ესაუბრა.

[su_quote] ეს არის ქარიშხალი ჭიქაში. ეს არის ბიძინა ივანიშვილის მიერ დაგეგმილი, ორგანიზებული პროცესი, რომელსაც ქვეყნაში არსებულ პრობლემებთან არანაირი კავშირი არ აქვს.
ბიძინას ზურაბიშვილი სჭირდება დასავლურ ფლანგზე, რათა თავისი პოზიციები გააძლიეროს. სწორედ ამისთვის გაითამაშა ეს მარიონეტების სპექტაკლი.
იმპიჩმენტი, რა თქმა უნდა, არ შედგება, თუმცა ეს პროცესი ზურაბიშვილს აუწევს ლეგიტიმაციას უცხოეთის თვალში. ბიძინას პრეზიდენტი სანქციებისათვის თავის ასარიდებლად სჭირდება.
ხომ ხედავთ, ზურაბიშვილს ბიძინაზე ერთი სიტყვაც კი ვერ ათქმევინეს.

ყველამ ვიცით, რომ საქართველოში პოლიტიკას არ წარმართავს არც კობახიძე, არც მდინარაძე დ არც ღარიბაშვილი, არამედ მისი მთავარი განმსაზღვრელი არის რუსეთის რეზიდენტი საქართველოში ბიძინა ივანიშვილი, თუმცა მოუძველდა მას მოტყუების მეთოდები, ტრიუკები.

ამ ყველაფერს ძალიან კარგად ხვდება საზოგადოება და ამიტომაც, იმპიჩმენტთან მიმართებით, არანაირ რეაქციას არ გამოხატავს.
ეს რომ ნამდვილი პროცესი იყოს, ახლა პარლამენტთან მინიმუმ 10 000 ადამიანი იდგებოდა. [/su_quote]

– განაცხადა გიორგი გუგავამ „მეტრონომთან“ ინტერვიუში.

იტვირთბა....