ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ეს დღეც დადგა, საქართველო ამასაც მოესწრო… 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება ისტორიაში შევა როგორც ერთპარტიული უზენაესობის გამყარება სასამართლო სისტემაზე” – პრეზიდენტი

16 ოქ­ტომ­ბრის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შევა არა რო­გორც კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის გა­მარ­ჯვე­ბა, არა­მედ რო­გორც ერ­თპარ­ტი­უ­ლი უზე­ნა­ე­სო­ბის გამ­ყა­რე­ბა სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა­ზე – სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლომ აბუ­ჩად აიგ­დო და და­აკ­ნი­ნა კონ­სტი­ტუ­ცი­ის 78-ე მუხ­ლი ევ­რო­ინ­ტერგრა­ცი­ის შე­სა­ხებ, – ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და, სა­დაც მისი იმ­პიჩ­მენ­ტის სა­კი­თხის გან­ხილ­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

მი­სი­ვე თქმით, სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო, რო­მელ­ზეც სა­მარ­თლებ­რი­ვი და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფო უნდა იდ­გეს, სრუ­ლად გა­მო­ვი­და თა­ვი­სი რო­ლი­დან, გა­და­ი­ნაც­ვლა პო­ლი­ტი­კურ სფე­რო­ში და წინ ვერ აღუდ­გა პარ­ტი­ის პო­ლი­ტი­კურ ნე­ბას.

“ეს დღეც დად­გა, სა­ქარ­თვე­ლო ამა­საც მო­ეს­წრო. პირ­ვე­ლად სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში იმარ­თე­ბა პრე­ზი­დენ­ტის იმ­პიჩ­მენ­ტი და ამით თქვენ თავს იწო­ნებთ. სხვა არა­ფერ­ში და ამა­ში ვი­თომც და პრო­ცე­სით კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბას ამ­ტკი­ცებთ. ამ დროს კი, 16 ოქ­ტომ­ბრის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შევა არა რო­გორც კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის გა­მარ­ჯვე­ბა, არა­მედ რო­გორც ერ­თპარ­ტი­უ­ლი უზე­ნა­ე­სო­ბის გამ­ყა­რე­ბა სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა­ზე.

სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლომ აბუ­ჩად აიგ­დო და და­აკ­ნი­ნა კონ­სტი­ტუ­ცი­ის 78-ე მუხ­ლი ევ­რო­ინ­ტერგრა­ცი­ის შე­სა­ხებ. ესე იგი, თა­ვად­ვე არ შე­ას­რუ­ლა ამ მუხ­ლით და­კის­რე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ყვე­ლა და არა ექ­სკლუ­ზი­უ­რად მთავ­რო­ბი­სა, ყვე­ლა კონ­სტი­ტუ­ცი­ურ ორ­გა­ნო­ზე ვრცელ­დე­ბა.

გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლია ის ფაქ­ტი, რომ სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლომ იხელ­მძღვა­ნე­ლა მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რის პო­ლი­ტი­კუ­რი არ­გუ­მენ­ტა­ცი­ით და სრუ­ლად გად­მო­ი­ტა­ნა დას­კვნა­ში.

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ნი­შან­დობ­ლი­ვია ის რომ სამ­მა მო­სა­მარ­თლემ შეძ­ლო გა­და­ერ­ჩი­ნა არა მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი, არა­მედ სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის რე­პუ­ტა­ცია, გა­ა­ცო­ცხლა ჩვე­ნი სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის სა­ა­მა­ყო ტრა­დი­ცია. მათი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზრი გავ­რცელ­დე­ბა ქვე­ყა­ნა­ში და ქვეყ­ნის გა­რეთ, აღი­ა­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა მათი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლო­ბა და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი. ხვა­ლი­ნე­დე­ლი სტუ­დენ­ტე­ბი კი, ამით ია­მა­ყე­ბენ და ამ მა­გა­ლით­ზე გა­იზ­რდე­ბი­ან. ეს იმე­დის­მომ­ცე­მია!,“ – გა­ნა­ცხა­და ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

იტვირთბა....