ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

“ხალხს ძალით მოახვიეთ თავს პრეზიდენტი, რომელსაც 1% ჰქონდა რეიტინგი, ეს რატომ გააკეთეთ?” – იაგო ხვიჩია

[su_quote] ბოლო დღეებში, „ქართული ოცნების“ ლიდერებისგან მოვისმინეთ რიტორიკა: „აგირჩიეთ პრეზიდენტი, რომელიც არავის უნდოდა“, „ბილბორდებში ჩაგენაცვლეთ“, „კარგი საქმე გაგიკეთეთ“…რატომ გააკეთეთ ეს? რას ერჩოდით ქართველ ხალხს საპრეზიდენტო არჩევნების დროს. 1% ჰქონდა მაშინ რეიტინგიო… რატომ ჩაიდინეთ ქართველი ხალხის წინაშე ასეთი შეცდომა, რომელსაც ძალით მოახვიეთ თავს პრეზიდენტი, რომელსაც 1% ჰქონდა რეიტინგი, თან კონსტიტუციას არღვევს და დღეს როგორც ვხედავთ ვერ მოხდება პრეზიდენტის იმპიჩმენტი. ფაქტობრივად, ქართველი ხალხი უნდა შეეგუოს თქვენს მიერ თავს მოხვეულ 1%-იან პრეზიდენტს, რომელიც თან კონსტიტუციას არღვევს. ეს რატომ გააკეთეთ? როგორ იურისტი მეტყვით, რომ მიზანშეწონილობის პრინციპიდან გამომდინარე ასე იყო, „ნაცები“ მოდიოდნენ… თუ მაშინ, მიზანშეწონილობის პრინციპით მოქმედებდით, დღეს სად წავიდა მიზანშეწონილობის პრინციპი, როდესაც ბორელი იყო ჩამოსული, როდესაც ევროინტეგრაციის პროცესში გვეუბნებიან, რომ ახლა არ იყო ამის დრო.

ასევე, ვერ გავარკვიეთ პრეზიდენტის უფლებამოსილება რა იყო და რა – არა. თავის დროზე, ეს თქვენ როგორ გქონდათ წარმოდგენილი, როდესაც კონსტიტუციას წერდით? [/su_quote]

– განაცხადა „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესზე სიტყვით გამოსვლისას.

იტვირთბა....