ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პარლამენტში იმპიჩმენტის პროცედურა მიმდინარეობს – კობახიძე სიტყვით გამოდის, ოპოზიციის ნაწილმა სასესიო დარბაზი დატოვა

პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო.

ამ წუთებში სიტყვით „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე გამოდის.

სასესიო დარბაზი დატოვეს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა – როსტომ და ნატო ჩხეიძეებმა, ხატია დეკანოიძემ, არმაზ ახვლედიანმა, ანა ნაცვლიშვილმა.
ოპოზიციიდან დარბაზში ამ დროისათვის ალეკო ელისაშვილი, “გირჩი”, „ევროპელი სოციალისტები“ და თეონა აქუბარდია იმყოფებიან.

კობახიძის გამოსვლის შემდეგ, სიტყვით სალომე ზურაბიშვილი გამოვა.

იტვირთბა....