ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში მივიდა – რამდენიმე წუთი იმპიჩმენტის დაწყებამდე

პრე­ზი­დენ­ტი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი უკვე პარ­ლა­მენ­ტშია.

რამ­დე­ნი­მე წუთ­ში პარ­ლა­მენ­ტი პრე­ზი­დენ­ტის იმ­პიჩ­მენ­ტის პრო­ცესს იწყებს.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის – სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის – იმ­პიჩ­მენ­ტის წე­სით თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­და­ყე­ნე­ბის სა­კი­თხის გან­ხილ­ვი­სა და კენ­ჭისყ­რის ვა­დის გან­სა­ზღვრის თა­ო­ბა­ზე დად­გე­ნი­ლე­ბა პარ­ლა­მენ­ტმა გუ­შინ მი­ი­ღო.

“სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის 48-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი და მე-2 პუნ­ქტე­ბი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის რეგ­ლა­მენ­ტის 179-ე მუხ­ლის მე-2 და მე-4 პუნ­ქტე­ბის შე­სა­ბა­მი­სად სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტი ად­გენს: 1. სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტმა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის − სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის იმ­პიჩ­მენ­ტის წე­სით თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­და­ყე­ნე­ბის სა­კი­თხი სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს მიერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის მიერ კონ­სტი­ტუ­ცი­ის დარ­ღვე­ვის თა­ო­ბა­ზე დას­კვნის (№3/1/1797, 16.10.2023) სა­ფუძ­ველ­ზე გა­ნი­ხი­ლოს და აღ­ნიშ­ნულ სა­კითხს კენ­ჭი უყა­როს 2023 წლის სა­შე­მოდ­გო­მო სე­სი­ის 17−20 ოქ­ტომ­ბრის მო­რი­გი პლე­ნა­რუ­ლი სხდო­მე­ბის კვი­რა­ში. 2. ეს დად­გე­ნი­ლე­ბა ამოქ­მედ­დეს მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე,“ – აღ­ნიშ­ნუ­ლია დად­გე­ნი­ლე­ბა­ში.

წყარო: AMBEBI.GE

იტვირთბა....