ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

`როგორც ჩანს, პრეზიდენტს გარანტია არ აქვს, რომ დღეს საღამოს ისევ პრეზიდენტი იქნება და ფარცხალაძის საქმე თავიდან მოიშორა“ – ელისაშვილი

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის კენჭისყრამდე მედიასთან კომენტარი გააკეთა.

„ცოტა უცნაურია, როცა ხან ერთი და ხან მეორე გადაწყვეტილება ისმის. ცოტა დამაბნეველია, ხან ამბობს, ჯერ მოუხსნის, შემდეგ ამბობს – არას. კარგი არ არის პოზიციების ხშირი ცვლილება. იმედია, პრეზიდენტი არგუმენტებს იტყვის და თავის გადაწყვეტილებას ახსნის. როგორც ჩანს, პრეზიდენტს გარანტია არ აქვს, რომ დღეს საღამოს ისევ პრეზიდენტი იყოს და ეს გადაწყვეტილება მიიღო, ფარცხალაძის საქმე თავიდან მოიშორა“, – განაცხადა ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, ზურაბიშვილმა აშშ-ს მიერ დასანქცირებულ ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს, საქართველოს მოქალაქეობა შეუწყვიტა.

იტვირთბა....