ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„კვიპროსში კეზერაშვილთან შეხვედრას ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენები ესწრებოდნენ“ – ლევან ხაბეიშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა „რეაქციაში“, სხვა საკითხებთან ერთად, კვიპროსულ ვიზიტზეც ისაუბრა.

მისი თქმით, ის კვიპროსში დავით კეზერაშვილს შეხვდა, თუმცა შეხვედრას ის ბიზნესმენებიც ესწრებოდნენ, ვინც ოლიგარქ ივანიშვილთან დაახლოებულები არიან.

„არაფორმალურ მმართველობას რაც შეეხება, არაფერი დაფარული და დამალული არ არის. ამ შეხვედრაზე დავით კეზერაშვილის გარდა, სხვა ძალიან ბევრი საინტერესო ბიზნესმენი, მათ შორის საქართველოში მოღვაწე, რომელიც შეიძლება დღეს ითვლებოდეს ბიძინა ივანიშვილის კარზე მიღებულ ბიზნესმენად, ეს ხალხი და მათი წარმომადგენლები, ძალიან ფართო სპექტრი იყო წარმოდგენილი.
ის ხალხი, ვინც თვლის, რომ რუსული პარტია უნდა დასრულდეს და ვისაც ყელში აქვს ამოსული, რაც დღეს ხდება, ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც ივანიშვილს ძალიან არ მოეწონება. ჩემი აზრით, დარწმუნებული ვარ, რომ ამაზე მუშაობენ და დაიწყებენ ამის გადამოწმებას – ვიღაც საქართველოდან ჩამოვიდა, ვიღაც საფრანგეთიდან, ვიღაც გერმანიიდან, ვიღაც ბელგიიდან, ვიღაც შვედეთიდან, ვიღაც ფინეთიდან.
ყველას დაველაპარაკები, ვისაც ერთი აგურის დადება შეუძლია ივანიშვილის წინააღმდეგ, მათ შორის კეზერაშვილს“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

იტვირთბა....