ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“სტრატეგია აღმაშენებელი” იმპიჩმენტის არც კენჭისყრაში და არც დებატებში მონაწილეობას არ მიიღებს“ – მანჯგალაძე

დღეს საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს ეყრება კენჭი.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რომ მისი პარტია კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს.

„ჩვენ თავიდანვე გვქონდა პოზიცია, რომ კენჭისყრაში და ამ ფარსში მონაწილეობას არ მივიღებდით, რაც შეეხება დებატებს, საბოლოო პოზიცია არის ჩამოყალიბებული, ჩვენ არც დებატებში არ მივიღებთ მონაწილეობას, ვსაუბრობ “სტრატეგია აღმაშენებლის” სახელით, რაც შეეხება ჯგუფს, ჩვენი ჯგუფის ცალკეული წევრი თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას, “სტრატეგია აღმაშენებელი” კიდევ ერთხელ ვამბობ, არც კენჭისყრაში და არც დებატებში მონაწილეობას არ მიიღებს“, – თქვა მანჯგალაძემ.

ამასთან, ცნობილია, რომ პროცესში მონაწილეობას არ მიიღებენ „ნაციონალური მოძრაობა“ და პარტია „საქართველოსთვის“.

იტვირთბა....