ღაზის სექტორში ერთ-ერთ კლინიკას, აჰლი ბაპტისტის საავადმყოფოს რაკეტა მოხვდა. არსებული ინფორმაციით, დაიღუპა ასობით პალესტინელი მშვიდობიანი მოქალაქე.
ეგვიპტე აცხადებს, რომ საავადმყოფოზე თავდასხმაზე პასუხისმგებელი ისრაელია: “ეგვიპტის საგარეო საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად გმობს ინციდენტს და აცხადებს, რომ კაირო მიიჩნევს, რომ ეს „სამოქალაქო მოსახლეობის განზრახ დაბომბვა საერთაშორისო, ჰუმანიტარული სამართლისა და კაცობრიობის უმთავრესი ღირებულებების სერიოზული დარღვევაა“, – წერს ისრაელის მედია.
თავის მხრივ, ისრაელის თავდაცვის ძალები ამბობს, რომ ჯერ კიდევ იძიებს, არის თუ არა მისი ძალები თავდასხმაზე პასუხისმგებელი და მოხდა თუ არა ეს რაკეტის წარუმატებელი გაშვების შედეგად.
შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება “ჰამასმა” აიღო და მას ოპერაცია “ალ-აკსას შტორმი” უწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია “რკინის ხმლების” დაწყება გამოაცხადა.

