აქვს თუ არა „ლელოს“ ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის ფარგლებში კომუნიკაცია მელიასთან, რომელიც სავარაუდოდ, ახალ პარტიას შექმნის, ასევე, ანა დოლიძესთან, ხოშტარიასთან, „გირჩი მეტი თავისუფლებასთან“ – პარტიის გენერალური მდივანი ამბობს, რომ ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია.
ირაკლი კუპრაძის თქმით, „ლელო“ ჯერ საკუთარი პარტიის გაძლიერებითაა დაკავებული და მოლაპარაკებები პარტიის გენერალური მდივნის თქმით, ნაადრევია.
მოლაპარაკებები ამჟამად არ მიმდინარეობს. ჩამოთვლილ ადამიანებთან გვაქვს მეგობრული, პარტნიორული ურთიერთობა.
არ ყოფილა არანაირი ტიპის კომუნიკაცია ან გაერთიანებაზე, ან საერთო ფრონტზე, იმიტომ, რომ ჯერ ადრეა.
როდის იქმნებოდა ხოლმე ერთობები ან კოალიციები, არჩევნებამდე დარჩენილია ერთი წელი, ჯერ გვჭირდება ის, რომ გავძლიერდეთ ჩვენ – „ლელო“ იყოს ძლიერი,” – ამბობს კუპრაძე.

