ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“თუ ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ სასამართლო არ არსებობს, მყისიერად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება სააკაშვილთან დაკავშირებით” – ხაბეიშვილი

თუ სალომე ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ სასამართლო არ არსებობს, მან მყისიერად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება სააკაშვილთან დაკავშირებით, – ეს განცხადება ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა გააკეთა.

ხაბეიშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილი თავად ადასტურებს, რომ სასამართლო დამოუკიდებელი არ არის და ამიტომ მანვე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით.

სალომე ზურაბიშვილმა თავის თავზე იწვნია, რომ სასამართლო არ არსებობს. თუ ფიქრობს, რომ სასამართლო არ არსებობს და ის ბიძინა ივანიშვილის ჯიბეშია, მაშინ მან მყისიერად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება პოლიტპატიმარ პრეზიდენტ სააკაშვილთან დაკავშირებით…

თუ ფიქრობს სალომე, რომ სასამართლო არ არსებობს და მის წინააღმდეგ ბიძინამ გამოიყენა, მაშინ პრეზიდენტმა ნომერ პირველი პოლიტიკური პატიმარი… თუ სასამართლო არ არსებობს, ამას სალომეც ამბობს, მაშინ კონკრეტული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს,” – ამბობს ხაბეიშვილი.

იტვირთბა....