ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

„ისრაელის მიერ ღაზის სექტორის ხელახლა ოკუპირება დიდი შეცდომა იქნება, თუცა „ჰამასის“ განადგურება აუცილებელია“ – ბაიდენი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ისრაელის მიერ ღაზის სექტორის ხელახლა ოკუპირება დიდი შეცდომა იქნება, თუცა „ჰამასის“ განადგურება აუცილებელია.

ამის შესახებ განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა ტელეკომპანია „სი-ბი-ეს“-თან ინტერვიუში გააკეთა.

„ჩემი აზრით, ღაზის სექტორის ოკუპირება დიდი შეცდომა იქნება. ჩემი აზრით ღაზის სექტორში მოხდა შემდეგი – „ჰამასი“ და ექსტრემისტული ელემენტები არ წარმოადგენენ მთელ პალესტინელ ხალხს. ამიტომ ვფიქრობ, რომ ისრაელის მიერ ღაზის ხელახლა ოკუპირება იქნება შეცდომა. მაგრამ შესვლა და ექსტრემისტების განადგურება, „ჰეზბოლა“ არის ჩრდილოეთი და „ჰამასი“ სამხრეთით, არის აუცილებელი საჭიროება“, – განაცხადა ბაიდენმა.

იტვირთბა....