“პალესტინელი ხალხისთვის ყველაზე დიდი საფრთხე „ჰამასია“ – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიმს კლევერლმა განაცხადა.
“პალესტინელი ხალხისთვის ყველაზე დიდი საფრთხე „ჰამასია“. ისინი ჰოსპიტლებსა და სკოლებში იმალებიან, ქალებსა და ბავშვებს ცოცხალ ფარებად იყენებენ. ნებისმიერი სამოქალაქო პირის სიკვდილი ტრაგედიაა. პალესტინელი თუ ისრაელელი – „ჰამასია“ ამ დანაკარგის მიზეზი“ – წერს კლევერლი.