უნგრეთისა და ბულგარეთის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია ევროპისთვის – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ბექა ოდიშარიამ განაცხადა.
“ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ევროკავშირში, ნატო-ში ნებისმიერი გადაწყვეტილება მიიღება კონსენსუსით. ეს ნიშნავს, რომ თითოეული ქვეყნის მხარდაჭერა, მით უმეტეს, ისეთი მნიშვნელოვანი ქვეყნების, როგორიცაა უნგრეთი, ბულგარეთი, ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია ევროპისთვის. ეს არის გზავნილი ევროკავშირის თითოეული წევრისთვის. ეს არის მათი დასკვნა, კოლეგიუალური დასკვნა, რომელსაც, ვფიქრობ, დანარჩენებიც გაიზიარებენ, ვინაიდან ამის ყველანაირი, ობიექტური საფუძველი არსებობს საქართველოში, ყველანაირი პარამეტრით“ – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.