ლიბანიდან ისრაელის ტერიტორიაზე ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტით თავდასხმა განხორციელდა, არის მსხვერპლი – ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.
ამასთან, ლიბანის ტერიტორიიდან ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტით კიდევ ერთი დარტყმა ჩრდილოეთ საზღვარზე, სამხედრო პოზიციას მიაყენეს.
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ისინი ლიბანში, თავდასხმის ადგილზე საპასუხო დარტყმას ახორციელებენ.