აშშ, ისრაელი და ეგვიპტე შეთანხმდნენ, უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა ღაზა რაფაჰის გავლით დატოვონ – ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამერიკელი ოფიციალური პირის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გადასასვლელი ადგილობრივი დროით 12 საათიდან 17 საათამდე იქნება ღია.
ჯერჯერობით არ არის ცნობილი, მისცემს თუ არა „ჰამასი“ ამერიკელებს ღაზას დატოვების უფლებას.