ისრაელსა და ღაზაში არსებული ვითარება უკრაინისადმი მხარდაჭერაზე არ იმოქმედებს – ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
“NATO-ს წევრმა ქვეყნებმა განაცხადეს, რომ შეშფოთებული და შოკირებული არიან ისრაელზე ტერაქტის სისასტიკით, მაგრამ ეს არ შელახავს ჩვენს შესაძლებლობებს, მზადყოფნას და გადაწყვეტილებას, გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა.
ბოლო დღეებში, NATO-ს მოკავშირეებმა უკრაინისადმი მხარდაჭერის გასაფართოებლად ახალი მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთეს. გერმანიამ [უკრაინისთვის] გამოაცხადა საბრძოლო მასალისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება, რომელიც თანამედროვე Patriot-ის დანადგარებს მოიცავს” – ამბობს სტოლტენბერგი.