ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“პალესტინელების უმრავლესობას არაფერი აქვს საერთო ჰამასთან, ისინიც იტანჯებიან” – ბაიდენი

პალესტინელების უმრავლესობას არაფერი აქვს საერთო ჰამასთან, ისინიც იტანჯებიან – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა.

“დასაწყისიდანვე ვთქვი და შეცდომას ნურავინ დაუშვებს. შეერთებული შტატები დგას ისრაელის გვერდით. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ისრაელს აქვს ის, რაც სჭირდება, რომ დაიცვას თავი და უპასუხოს ამ თავდასხმებს. ჩემთვის ასევე პრიორიტეტულია სასწრაფოდ მოგვარდეს ჰუმანიტარული კრიზისი ღაზაში. ჩემი დავალებით, ჩვენი გუნდები მუშაობენ რეგიონში, მათ შორის პირდაპირი კომუნიკაცია აქვთ ისრაელის, ეგვიპტის, იორდანიის და სხვა არაბული ქვეყნების მთავრობებთან და გაეროსთან, რომ ჰამასის თავდასხმების ჰუმანიტარული შედეგები აღმოვფხვრათ და დავეხმაროთ ისრაელს. მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ის ფაქტი, რომ პალესტინელების აბსოლუტურ უმრავლესობას არაფერი აქვს საერთო ჰამასთან და მის შემზარავ თავდასხმებთან და ისინიც იტანჯებიან ამ ყველაფრის შედეგად” – აღნიშნა ბაიდენმა.

იტვირთბა....