ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“ჩვილების მკვლელობა, პატარა ბავშვების მძევლად აყვანა – ეს არის სისასტიკე” – ბლინკენი

“ჩვილების მკვლელობა, ოჯახების ამოწვა, პატარა ბავშვების მძევლად აყვანა – ეს არის სისასტიკე” – ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

“ჰამასთან საქმე ძველებურად ვეღარ იქნება. ჩვილების მკვლელობა, ოჯახების ამოწვა, პატარა ბავშვების მძევლად აყვანა – ეს არის სისასტიკე. ყველა ქვეყანამ უნდა დაგმოს ეს ქმედებები და დამნაშავეების პასუხისმგებლობა მოითხოვოს. ჩვენი ძალისხმევა ახლა მიმართულია უსაფრთხო ზონების შექმნის ხელშეწყობაზე და ამას ვაკეთებთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად. ვმუშაობთ ისრაელთან და სხვა ქვეყნებთან ამ მიზნით. ვგლოვობთ ყველა უდანაშაულო ადამიანის სიკვდილს – ებრაელის, პალესტინელის, ქრისტიანის, მუსლიმის, ყველა რმწენისა და ეროვნების მშვიდობიან მოქალაქეს, რომელიც დაიღუპა” – აღნიშნა ბლინკენმა.

იტვირთბა....