“ღაზაში 1 300-ზე მეტი შენობა განადგურდა” – ამის შესახებ ინფორმაციას გაერო ავრცელებს.
ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ასევე ნათქვამია, რომ ღაზის სექტორში 5 540 საცხოვრებელი ერთეული განადგურდა და 3 750 სახლი იმდენად მძიმედ არის დაზიანებული, რომ საცხოვრებლად უვარგისია.
ცნობისთვის, 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს.