მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა კახეთში – დაღუპულია ერთი ადამიანი.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ.
შეჯახების შედეგად, ერთ-ერთ მანქანაში მჯდომი მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.