ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ისრაელმა ღაზაში სახმელეთო ოპერაცია დაიწყო

ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებენ, რომ ქვეითი ჯარი და ტანკები შევიდნენ ღაზას სექტორში დღეს, “ლოკალიზებული რეიდების” ფარგლებში, რათა გაწმინდონ ტერიტორია პოტენციური ტერორისტებისაგან და ეძებონ დაკარგული ისრაელები.

IDF-ის განცხადებით, ასევე მოკლეს რამდენიმე ტერორისტი ამ რაიონში, მათ შორის ჰამასის უჯრედში, რომელმაც ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტები ესროლა ისრაელს.
ჯარები არ შესულან ღაზას სიღრმეში.

IDF-ის სპიკერმა კონტრადმირალ დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ ჯავშანტექნიკამ და ქვეითმა ჯარებმა ჩაატარეს ჩხრეკა და „ჩაშალეს ტანკსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო დანაყოფები, რომლებიც აპირებდნენ ისრაელის ტერიტორიაზე შეღწევას“.

„ჩვენ მივმართავთ ყველა ღონეს, რათა ვიპოვოთ ყველა დეტალი დაკარგული პირებისა და მძევლების შესახებ,” დასძინა მან

იტვირთბა....