შეიარაღებული და საშიშია“ – პოლიცია მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებს პირს, რომელმაც მარნეულში 38 წლის კაცი დაცხრილა. რასიმ კარაჰმაზლის 4 ტყვია თავში ესროლეს. თავდასხმა კი მარნეულის ერთ-ერთ ხალმრავალ ადგილზე – მეჩეთთან მოხდა. თუმცა თვითმხლველი მკვლელობას არ ჰყავს. ადგილობრივებმა ჯერ ყვირილის, შემდეგ კი 4 გასროლის ხმა გაიგეს. გარეთ გამოსულებს კი შემზარავი სურათი დახვდათ.
მოკლული ახალგაზრდა კაცი სისხლის გუბეში იწვა. ერთდაერთი რაც ახლა სამართალდამცველებს აქვთ გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული კამერების ჩანაწერებია. თუმცა თავდამსხმელის ამოცნობა გამოძიებას გაუჭირდება, რადგან მას მკვლელობის მომენტში სახე ნიღბით ჰქონდა დაფარული.
ვინ და რატომ მოკლა 38 წლის კაცი – ამ კითხვაზე პასუხს გარდაცვლილის ოჯახი გამოძიებისგან ელოდება.
იტვირთბა....