ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რუსულ აგრესიასთან უკრაინის წინააღმდეგობის წყალობით, საქართველოს პერსპექტივა გაეხსნება ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა გამოთქვა მოსაზრება, რომ უკრაინის წარმატებული წინააღმდეგობა რუსეთის აგრესიისთვის, საქართველოს პერსპექტივას უხსნის, რომ მომავალში შეძლოს ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება.

ამის შესახებ მან დისტანციური სიტყვით გამოსვლისას განაცხადა გაერთიანებული საექსპედიციო ძალების წევრი ქვეყნების სამიტზე, რომელიც შვედეთში იმართება.

ზელენსკიმ ისაუბრა მეგობარ ქვეყნებს შორის რეგიონული თანამშრომლობის ფორმატების მნიშვნელობაზე და დეტალურად განმარტა, თუ როგორ ავითარებს უკრაინა თანამშრომლობას შავი ზღვის რეგიონის მეზობლებთან – რუმინეთთან, მოლდოვასთან, ბულგარეთთან და თურქეთთან.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ევროპის კონტინენტის სტაბილურობა და უსაფრთხოება დამოკიდებულია სტაბილურობაზე შავი ზღვის რეგიონში და ზოგადად აღმოსავლეთ ევროპაში.
„უსაფრთხოების ახალი პერსპექტივები გაჩნდება სამხრეთ კავკასიის მეზობელ შავი ზღვის რეგიონში ცვლილებების წყალობით. ეს პოტენციალს შემატებს ჩვენს საერთო უსაფრთხოებას აქ, ევროპის ჩვენს ნაწილში. განსაკუთრებით მაშინ, როცა რუსული აგრესიისგან ჩვენი დაცვის წყალობით, საქართველოს ახალი პერსპექტივები გაეხსნება ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად“, – განაცხადა ზელენსკიმ.

იტვირთბა....